Monday, June 26, 2017

4-ე დღე

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.გავეცანი შეფასების ხუთ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც ვაფასებ ჩემს მიერ დაგეგმილ პროექტში ჩართულ მოსწავლეებს.გავეცანი განმავითარებელი შეფასების მეთოდებს და ინსტრუქციებს. ასევე გავეცანი ხუთ სტრატეგიას როგორიცაა: წინასწარ ცოდნის შეფასება, პროგრესის მონიტორინგი, თანამშრომლობის შეფასება, მეტაკოგნაციის შეფასება და გაგების დემონსტრირების შეფასება.შევქმენი ჩემი პროექტის პრეზენტაცია კონფერენციებზე და მსგავს შეხვედრებზე წარსადგენად.

No comments:

Post a Comment